logo_geo
eng_logo
ირაკლი შონია: კობა დავითაშვილი კიდევ ერთი მსხვერპლია სააკაშვილის რეჟიმის!
- +

2 დეკემბერი. 2020. 19:52

 

 

 

ჟურნალისტი ირაკლი შონია, სოციალურ ქსელში კობა დავითაშვილის გარდაცვალებაზე წერს:

 

„49 წლის ასაკში ახალგაზრდა კაცის გარდაცვალება უკვე ტრაგედიაა...დღეს როდესაც კობა დავითაშვილი გაეცალა ამ წუთისოფელს, ნეტავ რა გაიფქრეს იმ სიკვდილის ბრიგადებმა ვინც განაჩენი გამოუტანა და ფიზიკური ანგარიშსწორებით სასიკვდილოდ გაიმეტა პოლიტიკოსი?!  დაენანებოდათ? თუ იტყოდნენ მისი მოკვლა ქვეყანას სჭირდებოდაო?!! კობა დავითაშვილი კიდევ ერთი მსხვერპლია სააკაშვილის რეჟიმის! ასე  უდროოდ წასული და მისი მცირეწლოვანი შვილები დაობლებულნი...ეს ტრაგედია მხოლოდ დავითაშვილების ოჯახის არაა, არამედ ქვეყნის, როცა ხდებოდა განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების დასჯა წამებით, დახვრეტები, ზღვაში ჩაძირვა, გაუპატიურება და ტანჯვის სხვადასხვა მეთოდები  უმაღლესი ჩინოვნიკების მიერ წახალისებული!

 

ამ ფოტოზე მე და კობა დავითაშვილი ვართ გადაღებული მშვიდობიანი აქციის დაწყებამდე, გავიცანი კი უმძიმეს დღეს, როდესაც შევარდნაძის სადამსჯელო რაზმებმა მრავალ ათასიანი მრგვალი მაგიდის მიტინგი დაარბიეს მაშინდელ რესპუბლიკის მოედანზე, სადაც  განურჩევლად კაცს თუ ქალს დაუნდობლად როზგავდნენ ხელკეტებით, დასისხლიანებული ხალხი მერაბ კოსტავას ეზოში შემორბოდა თავშესაფარად, ეს სისასტიკე ყველა ნორმალურ ადამიანს აღაშფოთებდა...ცოტა ხანში კოსტავას ეზოც ალყაში მოაქციეს და მოსალოდნელი იყო შიგნით შემოვარდნა, მაშინ დავიწყე რეკვა, პოლიტიკოსებთან რათა არ მომხდარიყო მსგავსი რამ. არც კი დაფიქრებულა კობა დავითაშვილი ისე მოვარდა კოსტავას ეზოში სიტუაციის განსამუხტავად, მას მოჰყვნენ  ტელევიზიებიდან ჟურნალისტები და ვეღარ გაბედეს დარბევა. უნდა ავღნიშნო რომ დაზაფრული მომიტინგები ეზოდან გაყავდა სამშვიდობოს კობასთან ერთად ,ვასიკო მაღლაფერიძესაც ...მას მერე ბევრჯერ ვმდგარვართ ერთად, როგორც ამ ფოტოზე, სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით, პროტესტი გვქონდა ყოველგვარ ძალადობაზე და უკანონობაზე...კობა სასიკვდილოს სცემეს, სამუდამოდ ხეიბრად დატოვეს და მას მერე ებრძოდა სიკვდილს...ეს საქართველოს შავბნელი და სამარცხვინო ისტორიის ნაწილია და ვერ გავექცევით, ნეტარ იყვნენ სიმართლისათვის დევნილნი...ჩვენი ვალი კი უმთავრესია სამართლიანობისადმი მსახურება, რომ ამაო არ ყოფილა ამდენი ადამიანის თავგანწირვა და მსხვერპლი!!!“ - წერს ირაკლი შონია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner