logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: თვითმარგინალიზაციის გზაზე არიან ევროპელი და ამერიკელი ელჩების მაგინებელნი
- +

27 იანვარი. 2021. 02:05

 

„თვითმარგინალიზაციის გზაზე არიან ევროპელი და ამერიკელი ელჩების მაგინებელნი, ნაცსექტის გავლენის ქვეშ მყოფი ე.წ. პოლიტიკოსები“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„ბარიერგადალახული, უპასუხისმგებლო ოპოზიცია ჩივის, რომ მათი მანდატების ლოგიკური გაუქმებით მმართველი გუნდი 'დაზიანდება'. "ქართული ოცნება", რომელიც მუდმივ კონტაქტზეა ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან, ვერანაირად დაზიანდება. თვითმარგინალიზაციის გზაზე არიან ევროპელი და ამერიკელი ელჩების მაგინებელნი, ნაცსექტის გავლენის ქვეშ მყოფი ე.წ. პოლიტიკოსები, რომელთა ხილვადობა მხოლოდ ნაცარხებზე შემორჩება, ისიც გარკვეული პერიოდით. პოლიტველზე კი Scorpions-ის Wind of Change (ცვლილებათა ქარი) ჰორიზონტზეა...“, - წერს აბაშიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner