logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: ყველა ყველაფრის სპეციალისტი როგორ ხართ?!
- +

27 იანვარი. 2021. 02:28

 

„ყველაფერზე შეიძლება იმსჯელო, მოითხოვო და ა.შ. მაგრამ ტელევიზიით ასოციაციების წარმომადგენლები როცა ამტკიცებენ, მთავრობას ეპიდემიოლოგების ხელით ბიზნესის მოკვლა უნდაო, ეს უწიგნურობაა თუ ფარული პოლიტიზირება?“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

 

„მე არ მინახავს ასოციაციების მუშაობა მათ სფეროებში წესების დაცვის მიმართულებით. თუ რომელიმე დარგის სახელით საუბრობთ, ამ დარგზე პასუხიც უნდა აგოთ და კიდეც უნდა აკონტროლოთ.

მინისტრები ეპიდემიოლოგების სახელით გველაპარაკებიანო. ვინმე წიგნიერი ფიქრობს, რომ რომელიმე დარგობრივმა მინისტრმა ეპიდემიოლოგთა და სხვა სპეციალისტთა მოსაზრებების გარეშე უნდა მართოს სექტორი?

დღეს ნავთლუღის ბაზარში დაცვის თანამშრომელი სთხოვდა გამყიდველს პირბადის გაკეთებას. ის კიდევ მთელი ბაზრობის გასაგონად, არ გავიკეთებო.

საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ამას წინათაც დავწერე, რომ შეიძლება ფიქრი, ოღონდ როცა დღეში 1000 შემთხვევაა, ამ დროს საზოგადოების გარკვეული ნაწილი წესებს არ იცავს და მედიასა თუ სოცქსელში არაკვალიფიციურად შუქდება ყველაფერი, საფრთხის შემცველია.

ყველა გახსნას ითხოვს. წესები დავიცვათ ხალხოო, არავინ ითხოვს. პირიქით, უნდობლობას სთესავენ.

კიდევ ერთი: ასოციაციებმა შეეშვით პოლიტიკას, პოლიტიკოსებმა შეეშვით ასოციაციებს და ეპიდემიოლოგებს. მედიაში როცა ვინმეს ეპიდემიოლოგიაზე და ეპიდემიის მართვაზე ლექციებს აკითხებთ, იქნებ კვალიფიკაცია შეუმოწმოთ?!

ყველა ყველაფრის სპეციალისტი როგორ ხართ?!“, - წერს სალუქვაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner