logo_geo
eng_logo
მაია კახიძე: რაც დრო გადის, მონატრებას მონატრება ემატება, სევდას სევდა... დრო არაფრის მკურნალი არ ყოფილა
- +

24 თებერვალი. 2021. 00:07

 

 

ჟურნალისტი და პოეტი მაია კახიძე ზურაბ ვადაჭკორიას შესახებ სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

 

„უკვე სამი წელია ზურას გარეშე თენდება 24 თებერვალი, მისი დაბადების დღე...

მართლა ძალიან მიჭირს ზეციურ საქართველოში მყოფ ახლობლებზე წერა...რაც დრო გადის, მონატრებას მონატრება ემატება, სევდას სევდა...დრო არაფრის მკურნალიც არ ყოფილა, პირიქით მგონია...

აი, ჩემი თანაკურსელი, ზურა ვადაჭკორია, უთბილესი, უსაყვარლესი, დიდებული ილუზიონისტი, აღარც ის მყავს... საათობით ვსაუბრობდით თუ პირადი შეხვედრების დროს და თუ ტელეფონით.

ზურიკო ილუზიონიზმის თანამედროვე კულტურის დამფუძნებელი გახლდათ საქართველოში. იყო აშშ-ის საერთაშორისო ილუზიონისტთა საძმოს, მოსკოვის ილუზიონისტთა კლუბისა და ბრნოს ილუზიონისტთა კლუბის წევრი, საქართველოს ილუზიონისტთა კლუბის დამფუძნებელი და პრეზიდენტი. ღირსების ორდენის კავალერი...

მისი მთავარი ღირსება კი მისი არაჩვეულებრივი ოჯახია, მეუღლე - ია, ქალ-ვაჟი და შვილიშვილები. პირველი შვილიშვილი რომ შეეძინა ანუ როდესაც სამშობიარო სახლში ელოდებოდა, გეფიცებით, არც ვიცი, რამდენ ხანს იყო ტელეფონს იქით, ყოველ წამს განიცდიდა, მიზიარებდა ემოციას და ის სხვა ზურა იყო, ოჯახის მამა, მეუღლე და ბაბუა.

გიჟდებოდა თბილისზე ნამდვილი თბილისელი, ოქროს უბნელი და მართლა ოქრო კაცი.

ეეჰ....ვწერ და მიჭირს, არ დავწერო და გული მიტირის, ვერ ვისვენებ...

ნათელში იყავი, ჩემო ზურიკო. თვალწინ მიდგას ჩვენი გაცნობის, ჩვენი ახალგაზრდობის და სტუდენტობის პირველი წამი...

გაზაფხულივით მეგობარი მყავდი,  ალბათ, იმიტომაც დაიბადე 1 მარტს... არადა, დაბადების დღემდე სულ ცოტა ხნით ადრე 24 თებერვალს სამუდამოდ წახვედი...“, - წერს კახიძე.

 

ავადმყოფობის შედეგად, ილუზიონისტი ზურაბ ვადაჭკორია 57 წლის ასაკში, 2018 წლის 1-ელ მარტს გარდაიცვალა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner