logo_geo
eng_logo
იოსებ არჩვაძე: ოდესღაც ქვეყნის პირველი პირი თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ თავისივე ადრინდელ განცხადებებს უპირისპირდება მსხვილი ჰესების მშენებლობაზე
- +

28 თებერვალი. 2021. 18:57

 

 

ექსპერტი იოსებ არჩვაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლითაც სააკაშვილი ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს მხარდაჭერას უცხადებს. არჩვაძე აქვეყნებს ვიდეოს, სადაც მიხეილ სააკაშვილი მისი პრეზიდენტობის დროს ამბობს, რომ საქართველოში მომავალი წელი არის დიდი ჰესების მშენებლობის დაწყების წელი საქართველოში.

 

იოსებ არჩვაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი იმავე პოზიციას აფიქსირებდა კობი-ქვეშეთის გვირაბის მშენებლობის თაობაზეც.

 

„აქსიომას წარმოადგენს, რომ რაც უფრო განვითარებულია ქვეყანა, მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით მით მეტ ელექტროენერგიას აწარმოებს და მოიხმარს. ჰიდროენერგიის უზარმაზარი პოტენციალი აქვს საქართველოს და დანაშაული იქნებოდა მისი ინტენსიური და ეფექტიანი არგამოყენება - რა თქმა უნდა, ეკოლოგიური მდგრადობისა და ეროვნული ინტერესების, პირველ რიგში, იქაური მცხოვრებლების ინტერესების გათვალისწინებით. მაგრამ ძნელი ასახსნელია, როდესაც ოდესღაც ქვეყნის პირველი პირი თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ თავისივე ადრინდელ განცხადებებს უპირისპირდება მსხვილი ჰესების მშენებლობაზე და დიამეტრალურად საპირისპირო პოზიციას იკავებს. - აქ, როგორც ლეგენდარული მეფე მიდასის ყურებივით, კარგად ჩანს წმინდა პოლიტიკური დისკურსი, რომელსაც ქვეყნის გრძელვადიან სტრატეგიულ ინტერესებთან საერთო არაფერი აქვთ. თანაც, განა მარტო ჰესებთან მიმართებაშია ასეთი რადიკალურად შეცვლილი საქართველოს ექს-პრეზიდენტის რიტორიკა? იმავე პოზიციას აფიქსირებდა ცოტა ხნის წინ იგი კობი-ქვეშეთის გვირაბის მშენებლობის თაობაზეც.

 

ერთ გულბოროტა, თავკერძა კაცზეა ანდაზა: „ჩემი ურგები ქოთანი ქვას და ლობიო - ძაღლს“. ესაა, რომ არც საქართველოა ვინმეს ქოთანი და არც მისი ინტერესების „მსხვრევის“ უფლება აქვს ვინმეს, მიუხედავად ადრინდელი თანამდებობისა და ნამდვილი თუ მოჩვენებითი დამსახურებისა“, - აღნიშნავს ექსპერტი და ვიდეოს აქვეყნებს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner