ანალიტიკოსი გია აბაშიძე ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრას, სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„საერთო ეროვნული შეთანხმება ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს თემებზე. ხელისუფლებისა და ოპოზიციის დღეს დასრულებული დიალოგი გაგრძელდება. იმედია, კონსტრუქციულ რეჟიმი შენარჩუნდება.
თუ წარმატება პროცესში მიიღწევა, მედიაციაში დამკვიდრდება როგორც შარლ მიშელის ქეისი.
ფრთხილი ოპტიმიზმით ვუყურებ მომდევნო პერიოდს. ვიმეორებ, ფრთხილი...“, - წერს აბაშიძე.