logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: სასწრაფოდ მისაღებია ცილისწამების წინააღმდეგ კანონი – ჟურნალისტთა ნაწილი ტერორისტთა დამქაშები არიან
- +

7 მარტი. 2021. 01:22

 

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს:

 

“ბევრჯერ თქმულა და დაწერილა, რომ ფსიქოლოგიური ტერორი, რომელსაც მასაბრივი საინფორმაციო საშუალება ახორციელებს უფრო საშინელია, ვიდრე ტერორისტთა ჯგუფის მიერ შესრულებული შეიარაღებული თავდასხმა.

 

უფრო საშინელია, რადგანაც შეიარაღებული თავდამსხმელების წინააღმდეგ სახელმწიფოს აქვს საშუალება გამოიყენოს ძალა და ბოლო-ბოლო მოლაპარაკების შედეგად გაანეიტრალოს ტერორისტი.

 

იმ შემთხვევაში კი რასაც ნაცტელევიზიები აკეთებენ, მსგავსი ქმედება ნორმალური მორალის მქონე ხელისუფლების მხრიდან აბსოლუტურად გამორიცხულია და მხოლოდ ერთი გზა, მაყურებლის ინფორმირება რჩება.

 

სააკაშვილის გადაღებული, თუ დამონტაჟებული კადრებით მუქარას, პირველ რიგში სახალხო დამცველი, უფლებადამცველები და თავად ჟურნალისტები უნდა დაუპირისპირდნენ, მაგრამ სამწუხაროდ სახალხო დამცველი, უფლებადამცველები და ჟურნალისტთა ნაწილი თავად არიან ტერორისტთა დამქაშები.

 

არ ვიცი ფულის გამო, თუ მათზეც აქვთ რაიმე ფილმები გადაღებული (იდეა გამორიცხულია. ამ არსებებს მსგავსი არ გააჩნიათ), მაგრამ ეს ხალხი სწორედაც მოძალადეთა მხარეს დგანან.

 

კიდევ ერთხელ ვახმიანებ ხალხის მოთხოვნას, რომელიც დიდი ხანია ისმის – სასწრაფოდ მისაღებია ცილისწამების და მისი ტირაჟირების წინააღმდეგ მიმართული კანონი.

 

სასწრაფოდ!!!” – წერს გაბრიჭიძე

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner