logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე: კი ბატონო, იმიტინგეთ და რომ იტყვიან "გაამოთ"
- +

16 აპრილი. 2021. 02:09

 

 

„სახელმწიფოსთვის ძალიან ცუდ პრეცედენტს შექმნის მმართველი პარტია, თუ საერთაშოროდ ლეგიტიმურად აღიარებულ და 1 მილიონამდე ამომრჩევლის ნების გამომხატველ არჩევნების შედეგებს გააუქმებს“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

 

„ამერიკელები რომ მორიგე ფრაზებით (" სტოცკ პჰრასეს")  გვეუბნებიან ხელისუფლებამ მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და კომპრომისებზე წავიდესო, ხელისუფლებაც რომ უდასტურებს, კი ავიღებთ და კომპრომისებზეც წავალთო, ხალხს რას ეუბნებით? ვინც ხმა მოგცათ.

მგონი სახელმწიფოსთვის ძალიან ცუდი პრეცედენტს შექმნის მმართველი პარტია, თუ საერთაშოროდ ლეგიტიმურად აღიარებულ და 1 მილიონამდე ამომრჩევლის ნების გამომხატველ არჩევნების შედეგებს გააუქმებს და ვადამდელს დანიშნავს.

მივალთ როგორმე 2024 წლამდე. ოპოზიციას კი კიდევ არაერთი "15 მაისი" ექნება. კი ბატონო, იმიტინგეთ და რომ იტყვიან "გაამოთ"“, - წერს ანჯაფარიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner