logo_geo
eng_logo
ბაკურ სვანიძე: ქალი რომ პატრულის მანქანის სახურავზე აძვრება და ხტუნაობას დაიწყებს...
- +

8 მაისი. 2016. 13:24


ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე პანორამა თბილისის აქციაზე მომხდარ ინციდენტს

ეხმაურება და facebook-ზე შემდეგ პოსტს აქვეყნებს:



პანორამა - თბილისი"­პროექტი არც მე მომწონს და წინააღმდეგი ვარ, მაგრამ არ

მივსულვარ ამ აქციაზე და არც მივალ! ჩემი რამდენიმე ახლობელი ჩართულია ამ

ამბებში და მათ მოვუწოდებ: დაფილტრეთ, თქვენს გვერდით ნუ აჭაჭანებთ ელისაშვილის მსგავს თაღლითებს და აი, ამ დედაკაცისნაირ ფემინისტკა - გამოშტერებულებს!

ან ცალკე გამართეთ თქვენ აქციები, ან რამე მოიფიქრეთ სხვა, თორემ ამათ გამო ძალიან

ბანძდებით! ამ კონკრეტულ დედაკაცს რაც შეეხება კიდევ რაც არ უნდა "სამართლიანი მოთხოვნა" ჰქონდეს, ქალი რომ პატრულის მანქანის სახურავზე აძვრება და ხტუნაობას დაიწყებს და მერე ჩამოთრევისას ბაყვებით დაეჭიდება სირენებს და იწივლებს და გაიტყლარჭება საზიზღრად, აი იმ ქალზე "სისხლის სამართლებრივ დევნას" არა, მაგრამ ჭინჭრით და შინდის წკეპლებით დევნას ნამდვილად გამოვაცხადებდი! ეს ყოვლად უზნეო ბაია პატარაია კიდეხუმრობის გამო რომ დაიჭირეს ტიპი ამერიკის ელჩის მოთხოვნით, იმას ამართლებდა და თურმე პატრულის მანქანაზე წიხლით შედგომა არ ყოფილა დანაშაული. მართლა ყველაფერს აბანძებენ ეს სულით და ხორცით ბანძები!" - წერს ბაკურ სვანიძე.


 

right_banner
არქივი
right_banner