logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: ქვეყანაში დაახლოებით 430 000 მოქალაქე სოციალურად დაუცველია
- +

14 თებერვალი. 2020. 21:34

 

 

 

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი ინიციატივაზე მუშაობს,  რომლის მიხედვითაც  საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებს, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების პერიოდში საარსებო შემწეობის გაცემა არ შეუჩერდებათ. შემდეგ კი გადამოწმების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულიდან გამომდინარე გაგრძელდება ან შეწყდება მათი პროგრამაში მონაწილეობა.

 

ჯანდაცვის კომიტეტის ფუნქცია არ არის მხოლოდ საკანონმდებლო მუშაობა, არამედ ასევე საზედამხედველო ფუნქციაც არის. ამიტომ ჩვენ პერიოდულად ვახდენთ პროგრამების რევიზიას, შეძლების ფარგლებში,  ვახდენთ კორექტირებას და საჭირო საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავებას. დაახლოებით, 430 000 მოქალაქე არის სოციალურად დაუცველი, რომელიც საჭიროებს ყოველთვიურ დახმარებას სახელმწიფოს მხრიდან“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

მისივე თქმით, პროგრამა საჭიროებს გარკვეული პერიოდულობით გადამოწმებას, რადგან შეიძლება ამა თუ იმ კონკრეტული ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური ან დემოგრაფიული მდგომარეობა შეიცვალოს და საჭიროა მისი გადაფასება.

ხუნდაძის ინფორმაციით, გადამოწმების პერიოდში აქამდე არსებული წესით, ოჯახებს უწყდებოდათ დახმარება და შემდეგ უკვე იმ ოჯახებისთვის, რომლებიც ბაზაში რჩებოდნენ ანუ დასტურდებოდა კიდევ ერთხელ, რომ მათ სოციალური დახმარება სჭირდებოდათ, სრულად ხდებოდა ამ პერიოდის სოციალური დახმარების ანაზღაურება, მაგრამ ეს პერიოდი ზოგჯერ 1 თვეს და ზოგჯერ მეტსაც მოიცავდა.


დეპუტატის თქმით, ასეთი ოჯახები რეალური რისკის წინაშე დგებოდნენ და ბედის ანაბარა რჩებოდნენ მძიმე სიღარიბის პირისპირ.

 

ამიტომ ეს ინიციატივა არის მნიშვნელოვანი, რომ გადამოწმების პერიოდში არ შეუწყდეს ოჯახს სოციალური დახმარება მიუხედავად იმისა, თუკი გარკვეული რაოდენობა სისტემიდან, მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, გადის. ახალი ინიციატივის მიხედვით,  სახელმწიფო აიღებს ამ ვალდებულებას, რადგან ბაზიდან გასვლის შემთხვევაშიც ასეთი კატეგორია მაინც სიღარიბის სიახლოვეს ტრიალებს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ამისთვის საჭიროა დამატებით 5.4 მლნ ლარი.  ეს ინიციატივა აპრილის ბოლოდან ამოქმედდება.

 

 

right_banner
არქივი
right_banner