logo_geo
eng_logo
ლინას ლინკევიჩუსი: NATO არ მიიწვევს ალიანსში სახელმწიფოს, რომლის საზღვრებზეც ომი მიმდინარეობს
- +

27 ოქტომბერი. 2020. 18:58

 

 

NATO არ მიიწვევს ალიანსში გასაწევრიანებლად სახელმწიფოს, რომლის საზღვრებზეც ომი მიმდინარეობს, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა უკრაინულ გამოცემა „ევროპეისკაია პრავდასათან“ განაცხადა.

 

„რა თქმა უნდა, ამჟამინდელი სიტუაცია, ომი რუსეთთან, თქვენს სასარგებლოდ არ თამაშობს. NATO-ს წესები ისეთია, რომ ალიანსი არ მიიწვევს გასაწევრიანებლად სახელმწიფოს, რომლის საზღვრებზე ომი მიმდინარეობას, განურჩევლად იმისა, თუ ვინ არის აგრესორი და ვინ - მისი მსხვერპლი“, – განაცხადა ლინას ლინკევიჩუსმა.

 

ლიეტუველი დიპლომატის განმარტებით, უპირველეს ყოვლისა, ალიანსში უკრაინის გაწევრიანების გზაზე დაბრკოლებას წარმოადგენს დონბასში მიმდინარე კონფლიქტი. თუმცა, როგორც „ევროპეისკაია პრავდა“ წერს, მოგვიანებით ლინკევიჩუსმა აღნიშნა, რომ ყირიმის საკითხი ასევე შესაძლოა, გახდეს პრობლემა.

 

„რა თქმა უნდა, ის, რომ სახელმწიფოს აქვს პრობლემები სუვერენიტეტის განხორციელებასთან და ტერიტორიულ მთლიანობასთან, ეს ასევე მნიშვნელოვანი არგუმენტია. თუმცა, ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა ამაზე არ არის პასუხისმგებელი და ეს არის მნიშვნელოვანი კონტრარგუმენტი. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, თავის დროზე ყველა ეს საკითხი უნდა გადაწყდეს“, - განაცხადა ლინას ლინკევიჩუსმა.

 

„ევროპეისკაია პრავდა“ წერს, რომ ლიეტუველმა დიპლომატმა დადებითად უპასუხა შეკითხვას, უნდა გადაწყვიტოს თუ არა უკრაინამ ყირიმის საკითხი NATO-ში გაწევრიანებამდე.

 

„რა თქმა უნდა, წევრობამდე. თუმცა, გაწევრიანების მოწვევაც სწრაფად არ მოვა, დამიჯერეთ. ეს უკრაინამ ასევე უნდა გააცნობიეროს. ლიეტუვას ამისთვის 10 წელი დასჭირდა“, – განაცხადა ლინკევიჩუსმა.

 

ლინას ლინკევჩუსმა ასევე უკრაინას ურჩია, აღნიშნულ დაბრკოლებებზე ფოკუსირება არ მოახდინოს, არამედ სამხედრო, ეკონომიკური და დემოკრატიული რეფორმები გააგრძელოს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner