logo_geo
eng_logo
საქართველოში არჩევნებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ცხრაწევრიანი დელეგაცია დააკვირდება
- +

29 ოქტომბერი. 2020. 11:05

 

 

საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ცხრაწევრიანი დელეგაცია დააკვირდება, რომელსაც ჰოლანდიელი პოლიტიკოსი, ტაინი კოქსი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაცია ასამბლეის ოფიციალურ ვებგვერდზე ქვეყნდება.

 

დელეგაცია საქართველოში 29 ოქტომბრიდან პირველ ნოემბრამდე დარჩება და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება.

 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გარდა, საპარლამენტო არჩევნებს ასევე დააკვირდება ეუთო-სა და NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციები და ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენლები. პირველ ნოემბერს კი ისინი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner