logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: ამომრჩევლის ნების უგულებელყოფა ოპოზიციურ პარტიებს საკმაოდ ძვირი დაუჯდებათ
- +

18 ნოემბერი. 2020. 19:28

 

„აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადება განპირობებული იყო 2 ფუნდამენტური მომენტით: პირველი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და მთავრობა დარწმუნებულია, რომ ჩვენთან არჩევნები ჩატარდა დემოკრატიულად. მეორე არის ის, რომ იმ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელიც ჩვენს რეგიონშია შექმნილი, ძალიან მნიშვნელოვანია მათთვისაც, რომ საქართველო იყოს სტაბილური განვითარების გეზზე დამდგარი”,- ამის შესახებ ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ქადაგიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

 

ქადაგიშვილმა ოპოზიციაზე და მათ გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა, რომლის თანახამდაც ისინი პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ.

 

„თვითონ ამომრჩევლებმა, რომლებაც ხმა მისცეს სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიას, იმ პოლიტიკას, რომელიც აირჩიეს ოპოზიციურმა პარტიებმა, ერთგვარი ბოიკოტი გამოუცხადეს და ეს მასობრივი აქციების მოწყობის მცდელობისას აშკარად გამოჩნდა. ამომრჩეველმა თავისი სიმპათია არჩევანით გამოხატა, რაც იმას ნიშნავს, რომ შენ უნდა შეხვიდე პარლამენტში და იქ შესაბამისი პოლიტიკური საქმიანობა აწარმოო. ამიტომაც ამომრჩევლის ნების უგულებელყოფა რა თქმა უნდა პოლიტიკურ პარტიებს საკმაოდ ძვირი დაუჯდებათ“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner