logo_geo
eng_logo
ირაკლი ზარქუა: ველოდებით, რომ თებერვლის თვეში საქართველოს პარლამენტი უფრო მრავალფეროვანი იქნება
- +

13 იანვარი. 2021. 22:19

 

„ჩვენ ველოდებით, რომ თებერვლის თვეში საქართველოს პარლამენტი უფრო მრავალფეროვანი იქნება“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

 

მისი თქმით, მაშინ, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობამ არჩევნები ლეგიტიმურად აღიარა, უმრავლესობა ოპოზიციასთან დათმობაზე წავიდა და მათ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა შესთავაზეს.

 

„რაც შეეხება მოლაპარაკების მეხუთე რაუნდს, ჩვენ ეს შეთავაზეთ მათ იმ მოცემულობაში, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობამ ერთხმად აღნიშნა, რომ არჩევნებისას ფუნდამენტური უფლება იყო დაცული და პარლამენტი ლეგიტიმურია. ჩვენ მაინც წავედით დათმობაზე ოპოზიციასთან და შევთავაზეთ მათ საგამოძიებო კომისიის შექმნა პარლამენტის ფორმატში. მეორე შეთავაზება ელექტრონული სისტემის დანერგვას შეეხება არჩევნებზე. ეს ის შეთავაზებებია, რომლებიც ოპოზიციამ უნდა გამოიყენოს. თებერვლის თვეში, ანუ საგაზაფხულო სესიაზე, ველოდებით, რომ დანარჩენი ოპოზიციის ჯანსაღი ნაწილიც იქნება წარმოდგენილი, რომელიც ფიქრობს მათ შორის ოპოზიციური ფლანგის განვითარებაზე, მათ შორის პოლიტიკური ცხოვრების დასტაბილურებასა და შესაბამის განვითარებაზე. ველოდებით, რომ თებერვლის თვეში საქართველოს პარლამენტი იქნება უფრო მრავალფეროვანი“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

 

შეგახსენებთ, აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი შეთანხმების გარეშე დასრულდა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner