პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის შეფასებით, „ქართული ოცნების“ ახალი პოლიტსაბჭო შეკრული, მეგობრული გუნდია, რომლის წევრებიც მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევიან.
„პოლიტსაბჭოში არიან დარგის სპეციალისტებიც - საერთაშორისო, საშინაო საკითხებთან დაკავშირებით, რომელთაც აქვთ გარკვეული გამოცდილება. მათ აქვთ საქმისადმი ისეთი დამოკიდებულება, როგორიც დამკვიდრდა „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში. გარდა იმისა, რომ ესაა მეგობრული, საკმაოდ შეკრული გუნდი, მაღალი დონის პროფესიონალებიც არიან“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.