logo_geo
eng_logo
ბექა დავითულიანი: ოპოზიციური პარტიები, რომლებიც პარლამენტში აირჩიეს და არგუმენტების გარეშე არ შემოდიან, სააკაშვილის თამაშს თამაშობენ, მის ნებას ემორჩილებიან
- +

19 იანვარი. 2021. 14:44

 

„ოპოზიციის მიმართ ადგილი აქვს ერთგვარ ზეწოლას ორი პოლიტიკური ცენტრისა და ლიდერისგან, ესენი არიან „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, როდესაც ამომრჩეველმა დააფიქსირა, რომ ახალ ძალებს აქვთ შანსი განვითარების, ხოლო ამ ფონზე ყოველგვარი არგუმენტების გარეშე გარკვეული ოპოზიციური პარტიები მაინც უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზე, დავითულიანის აზრით, ეს ნიშნავს, რომ მათზე არის სხვა ტიპის ზეწოლა, ბულინგი.

 

„ზეწოლაა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს პარლამენტში ვერ და არ შევიდნენ და არ აღასრულონ ნება, რომელიც ამომრჩეველმა 31 ოქტომბერს გამოხატა. ეს ერთგვარი ტესტია, ვინ რამდენად დამოკიდებელია „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და იმედია, ამ ტესტს ვიღაცები ჩააბარებენ.

 

რაც შეეხება კონკრეტულად გიგა ბოკერისთან პრეტენზიებს ოპოზიციის ნაწილის მხრიდან, ეს ჩემი საქმე ნამდვილად არ არის, თუმცა გასაგებია, რატომ არ უნდა ბოკერიასა და სააკაშვილს პარლამენტში შესვლა და კონსტრუქციული პროცესი. ვერც ერთი და ვერც მეორე, როგორც ლიდერები, პარლამენტში ვერ ხვდებიან. მათთვის სულერთია მათი რიგითი წევრები, მაგალითად, არმაზ ახვლედიანი მოხვდება თუ არა პარლამენტში. ამომრჩეველმა დააფიქსირა, რომ ახალ ძალებს აქვთ შანსი განვითარების, ყოველგვარი სამართლებრივი, პოლიტიკური და რაციონალური ლოგიკის მიღმა არგუმენტების გარეშე ვიღაცები მაინც უარს ამბობენ პარლამენტში შემოსვლაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ მათზე არის სხვა ტიპის ზეწოლა, ბულინგი თუ მორალური შანტაჟი, რის გამოც ისინი ამ პლატფორმების ზეგავლენისგან გათავისუფლებას ვერ ახერხებენ. ოპოზიციური პარტიები, რომლებიც პარლამენტში აირჩიეს და არგუმენტების გარეშე არ შემოდიან, შეიძლება ითქვას, რომ სააკაშვილის თამაშს თამაშობენ, მის ნებას ემორჩილებიან და არა ამომრჩევლის“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner