logo_geo
eng_logo
ირაკლი ბერაია: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ოპტიმისტურად ვართ განწყობილი
- +

21 იანვარი. 2021. 12:07

 

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. იუსტიციის სამინისტროს პროფესიონალთა გუნდმა, თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით, სტრასბურგში ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვის მიზნით სასიცოცხლო მნიშვნელობის მტკიცებულებები წარადგინა“, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა ირაკლი ბერაიამ განაცხადა.

 

„ჩვენ ვართ განწყობილი ოპტიმისტურად ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. 2013 წლიდან, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში, დაუღალავი შრომა გასწიეს ჩვენმა შესაბამისმა უწყებებმა. პირველ რიგში, ეს ეხება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პროფესიონალთა გუნდს, თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით, ვინც წარადგინა სასიცოცხლო მნიშვნელობის მტკიცებულებები სტრასბურგში ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვის მიზნით. 700-მდე მყარი მტკიცებულება, როგორიცაა მათ შორის - სეისმური სადგურების ჩანაწერები, რადარების მონაცემები, სხვადასვხა ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მიღებული ინფორმაცია, მოწმეების ჩვენებები და ბევრი საინტერესო დეტალი, რამაც გაამყარა და განამტკიცა ჩვენი პოზიციები აგრესორი სახელმწიფოს წინააღმდეგ დავაში“, - განაცხადა ბერაიამ.

 

შეგახსენებთ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner