logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: მოლაპარაკებიდან რამდენიმე საათში, ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებაზე გადავიდა - წარმოუდგენელი რამ გააკეთეს
- +

2 მარტი. 2021. 20:47

 

„ოპოზიციამ ტელევიზორში თუ არ ნახა რას ჩადიან, ისე ვერ აფასებენ რეალურად მოვლენებს. მეგონა, განსჯის უნარი ჰქონდათ. მერე, როცა კადრები ნახეს, ეტყობა მიხვდნენ, რომ პიკეტირება არ ვარგა და არ შეიძლება კონსტრუქციულ ნაბიჯად ჩაითვალოს“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

 

„არავის დაუძალებია მათთვის სიტყვა პიკეტირების ხსენება და შემდეგ აღსრულება.

შესაბამისად, მართლა ძალიან ცუდი იყო, რბილად რომ ვთქვათ, როცა შეთანხმებიდან, მოლაპარაკებიდან რამდენიმე საათში, ახალი ეტაპის დაწყებიდან, მაინც გადავიდნენ პარლამენტის პიკეტირებაზე. წარმოუდგენელი ამბავია გააკეთეს, ბოლოს კარგია, რომ ბოლოს მაინც მიხვდნენ“, – აღნიშნა მდინარაძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner