logo_geo
eng_logo
გრიგორი კარასინი: რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი გადაუწყვეტელი რჩება
- +

3 მარტი. 2021. 20:54

 

 

რუსეთის ფედერაციის სენატორმა, გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი გადაუწყვეტელი რჩება.

 

„იმისათვის, რომ ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი ადგილიდან დაიძრას, საჭიროა კოვიდის საკითხის მოცილება, რადგან სხვაგვარად ამ საუბარს თეორიული ხასიათი ექნება“, - აღნიშნა გრიგორი კარასინმა.

 

გრიგორი კარასინი ასევე გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ 1-ლი მარტიდან კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, რუსეთის მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა შეუძლიათ.

 

„ქართული მხარე ყოველთვის მზად იყო, რუსეთის მოქალაქეები მიეღო. თუმცა, ავიამიმოსვლის აღდგენისთვის საჭიროა აუცილებელი პირობების შექმნა, რათა ჩვენი მოქალაქეები თავს უსაფრთხოდ გრძნობდნენ. ამას კი ახლა სამედიცინო უსაფრთხოების საკითხიც დაემატა. ეს რთული თემაა“, - აღნიშნა მან.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner