logo_geo
eng_logo
ლევან იოსელიანი: ჩვენი ამოცანაა, რომ ყველასთვის მისაღები, უკეთესი კანონი მივიღოთ და ამ ცვლილებებმა არჩევნები უკეთესი უნდა გახადოს
- +

4 მარტი. 2021. 11:57

 

„საარჩევნო რეფორმაზე მუშაობას ვაგრძელებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ მესამე მოსმენით მიღებამდე შესაძლებელია ნებისმიერი ცვლილება შევიდეს. ეს იქნება არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები, თუ პოლიტიკური პარტიების მოსაზრებები. შესაძლებელია, ყველაფერი იყოს გათვალისწინებული“, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რომ მიღებულმა კანონმა არჩევნები უკეთესი გახადოს.

 

„საარჩევნო რეფორმაზე მუშაობას ვაგრძელებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ მესამე მოსმენით მიღებამდე შესაძლებელია ნებისმიერი ცვლილება შევიდეს. ეს იქნება არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები, თუ პოლიტიკური პარტიების მოსაზრებები. შესაძლებელია, ყველაფერი იყოს გათვალისწინებული. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მომხრეა, ცესკო სრულად პროფესიული ნიშნით დაკომპლექტდეს, მეორე ნაწილი შერეული წესის მომხრეა.

 

პოლიტიკური პარტიების ინტერესია, შერეული წესი იყოს. ოპტიმალური ვარიანტია შერჩეული - შერეული წესი, სადაც პროფესიული ნიშნითაც არიან წევრები და ასევე პარტიებსაც ეყოლებათ საკუთარი წევრები. ეს არის პარიტეტის საფუძველზე. თუ იქნება უკეთესი ვარიანტი. ჩვენი ამოცანაა, რომ უკეთესი კანონი მივიღოთ, მაგრამ ეს კანონი იყოს ყველასთვის მისაღები და ამ ცვლილებებმა არჩევნები უკეთესი უნდა გახადოს. შესაბამისად, ყველას ჩართულობა მნიშვნელოვანია.

 

მნიშვნელოვანია, პოლიტიკური პარტიების ინტერესი, რადგან საარჩევნო ადმინისტრაციაში წევრები არასამთავრობო ორგანიზაციებს კი არ უნდა ჰყავდეთ, პოლიტიკურ პარტიებს და მათი პოზიციაა მნიშვნელოვანი. სწორედ მათი პოზიციაა, რომ საკუთარი წევრები ჰყავდეთ და არა - წარმომადგებლები. ეს ჩანაწერი გაკეთებულია, ყველას წევრი ეყოლება და დაცული იქნება პარიტეტი“, - განაცხადა იოსელიანმა.

 

https://imedinews.ge/ge/politika/189840/levan-ioseliani-chveni-amotsanaa-rom-kvelastvis-misagebi-uketesi-kanoni-mivigot-da-am-tsvlilebebma-archevnebi-uketesi-unda-gakhados

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner