logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: გიორგი გახარიასთან კონკურენციის საკითხი დამოკიდებული იქნება, რა პარტიას შექმნის და რა პოლიტიკურ პლატფორმას აირჩევს
- +

14 აპრილი. 2021. 13:10

 

„გიორგი გახარიას და მასთან კონკურენციას რაც შეეხება, ეს ძირითადად დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა პარტიას შექმნის, არსებობს ძალიან ბევრი კითხვა და ამ კითხვებზე პასუხები იქნება გასაცემი. მეორე მხრივ, ვფიქრობ, უფრო მეტი სანერვიულო ოპოზიციას ექნება, რომელმაც უარი თქვა ყოფილიყო ოპოზიცია პარლამენტში, აირჩია ქუჩა“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, როდესაც ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა.

 

„როგორც პარლამენტის სპიკერი მადლიერი ვარ და ვაფასებ იმ დამოკიდებულებას, რომ მათ წინასწარ შემატყობინეს თავის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება გიორგი გახარიას და მასთან კონკურენციას, ეს ძირითადად დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა პარტიას შექმნის, ვინ იქნება მის გუნდში და რა პოლიტიკურ პლატფორმას აირჩევენ ისინი. არსებობს ძალიან ბევრი კითხვა და ამ კითხვებზე პასუხები იქნება გასაცემი. მეორე მხრივ, ვფიქრობ, უფრო მეტი სანერვიულო ოპოზიციას ექნება, რომელმაც უარი თქვა ყოფილიყო ოპოზიცია პარლამენტში, აირჩია ქუჩა. ქუჩის პროექტი არის გაკოტრებული, ვინაიდან საზოგადოება კვლევებში ამას მხარს არ უჭერს. ამიტომ, პოლიტიკაში ასე ხდება, როდესაც ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა. ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია, ამას გვიჩვენებს შემდეგი პროცესები“, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

პარლამენტში დღეს გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ გიორგი ხოჯევანიშვილი, ბექა ლილუაშვილი, ანა ბუჩუკური, ალექსანდრე მოწერელია, მიხეილ დაუშვილი და შალვა კერესელიძე დამოუკიდებელ დეპუტატებად განაგრძობენ მუშაობას.

 

„გიორგი გახარიასთან ერთობლივი გადაწყვეტილებით, ექვსი დეპუტატი გადავდივართ პარტიის მშენებლობის ახალ ფაზაზე“, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner