logo_geo
eng_logo
ვაქცინას დღეს კიდევ 18 დეპუტატი გაიკეთებს
- +

12 მაისი. 2021. 12:54

 

 

საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრების საჯაროდ აცრის პროცესი გრძელდება.

 

დღეს აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში ვაქცინას 18 დეპუტატი გაიკეთებს.

 

როგორც საპრალამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ვაქცინაციის პროცესი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ პანდემია დასრულდეს.

 

„ყველას მოვუწოდებ, რომ აიცრას. ვაქცინაციის პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დასრულდეს პანდემია, ქვეყანა კვლავ გაიხსნას, გაიხსნას ეკონომიკა, გადარჩეს ჩვენი მოსახლეობის სიცოცხლე, ჯანმრთელობა. ასე რომ, ყველას მოვუწოდებ, რომ ჩაერთოს ამ პროცესში და გაიკეთოს ვაქცინა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner