logo_geo
eng_logo
გივი მიქანაძე: წარმომადგენელთა პალატის მხრიდან ასეთი მხარდაჭერა პირდაპირ მიუთითებს, რაოდენ ღირებული პარტნიორია საქართველო აშშ-ისთვის
- +

31 ივლისი. 2021. 14:32

 

 

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის, ფრაქცია ქართული ოცნების“ თავმჯდომარის გივი მიქანაძის განცხადებით, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მხრიდან ასეთი მხარდაჭერა პირდაპირ მიუთითებს იმაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი და ღირებული პარტნიორია საქართველო აშშ-ისთვის. ასე აფასებს ის იმ ფაქტს, რომ აშშ-ის 2022 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში შენარჩუნებულია მნიშვნელოვანი ჩანაწერი საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების თვალსაზრისით.

 

„აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მხრიდან ასეთი მხარდაჭერა პირდაპირ მიუთითებს იმაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი და ღირებული პარტნიორია საქართველო აშშ-ისთვის. საქართველო რჩება ამერიკის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგის მნიშვნელოვან კომპონენტად. ეს დოკუმენტი გადაეგზავნება სენატს შემდგომი განხილვისთვის, მაგრამ ის ფაქტი, რომ დოკუმენტს უკვე აქვს ორპარტიული მხარდაჭერა, გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ეს დოკუმენტი სრულყოფილად იქნება მიღებული“, - აცხადებს მიქანაძე.

 

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 2022 ფისკალური წლისთვის დაამტკიცა სახელმწიფო, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების (SFOPs) შესახებ კანონპროექტის თავისი ვერსია. 2022 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში შენარჩუნებულია მნიშვნელოვანი ჩანაწერი საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების თვალსაზრისით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner