logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: ის, რასაც სამოქალაქო საარჩევნო კომისია აკეთებს ყოვლად ამორალური და მიუღებელია
- +

16 სექტემბერი. 2021. 20:32

 

 

„არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ის, რასაც სამოქალაქო საარჩევნო კომისია აკეთებს ყოვლად ამორალური და მიუღებელია. მესმის, რომ ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ ქვეგანყოფილებას წარმოადგენენ, მაგრამ ხომ შეიძლება რამდენიმე დღით მაინც დაიცვათ ობიექტურობა და ასე მარტივად არ გაიშიფროთ?“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

 

მისი თქმით, ფაქტი, რომელიც ცესკოს საქმიანობას დაჩრდილავს ბუნებაში არ არსებობს:

 

„დისკრედიტირებული ჯგუფები ჭორაობაზე გადავიდნენ და რეალური ფაქტებით ვერ საუბრობენ. ისინი საკუთარი ქმედებით ცალსახად ადასტურებენ, რომ ცესკო შესანიშნავად მუშაობს, რადგან მათ საუბარი ჰაერზე უწევთ და არა ფაქტებით. ფაქტი, რომელიც ცესკოს საქმიანობას დაჩრდილავს ბუნებაში არ არსებობს. დღეს გრანტების თემით მანიპულირებას შეეცადნენ, მაგრამ მარტივი ჭეშმარიტება ავიწყდებათ, ცესკო ერთი წელია გრანტებს არ გასცემს, შესაბამისად მრჩეველთა საბჭოში შემავალი ორგანიზაციების გრანტიორებად მოხსენიება დიდი უზნეობაა.

 

აქვე განვმეორდები და ვიტყვი, რომ როდესაც ორგანიზაციების შესახებ საუბრობენ, სწორება არა 9 ორგანიზაციაზე, არამედ იმ 150-ზე მეტ ორგანიზაციაზე გააკეთონ, რომლებმაც ცესკოს საგრანტო პროგრამით ისარგებლეს. აღნიშნულ სიაში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფელირებულ მრავალ ორგანიზაციას აღმოაჩენენ, მაგრამ მათ ხომ სიმართლის თქმა და დანახვა არ სურთ? სწორედ ამიტომ საზოგადოებას მხოლოდ მედლის ერთ მხარე აჩვენებენ.

 

აქვე მსურს პრივილიგირებული ორგანიზაციების ნაწილს (სამართლიანი არჩევნები, საია, გამჭვირვალობა საქართველო) ერთი ლოგიკური და ავთენტიკური კითხვით მივმართო, თქვენც მიიჩნევთ, რომ ორგანიზაცია რომელიც გრანტებს იღებს, კონკრეტული ჯგუფის ინტერესების მატარებელია და თავისუფლებას კარგავს? დუმილი თანხმობის ნიშანია, უარყოფის შემთხვევაში კი მოვითხოვ თქვენ მიერ მოპოვებული გრანტების გამცემი ორგანიზაციების სრული ნუსხა წარმოადგინოთ!

 

საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ საკონსულტაციო საბჭოს კარი ყველა ორგანიზაციისთვის ღია იყო/არის, მაგრამ რამდენიმე, „ნაცებთან“ დაკავშირებულმა ორგანიზაციამ საბჭოს შემადგენლობა დემარშით და ოპოზიციის დავალებით დატოვა, რაც ხაზს მათ მარიონეტულ როლს უსვამს. საბჭოში შემავალი ორგანიზაციების მიმართ ერთ-ერთი ბრალდება მათ არაკომპეტენტურობას შეეხება, ეს ყველაზე აბსურდული და სასაცილო ბრალდებაა, რადგან წინასწარ, მკაფიოდ იყო განსაზღვრული ის კრიტერიუმები, რომელიც საბჭოში შესვლის მსურველ ორგანიზაციებს უნდა დაეკმაყოფილებინა“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner