logo_geo
eng_logo
კახა კუჭავა პოლონეთის სეიმის პრეზიდენტს შეხვდა
- +

21 ოქტომბერი. 2021. 14:00

 

 

კახა კუჭავა ათენში პოლონეთის სეიმის პრეზიდენტს, ელჟბეტა ვიტეკს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ვიტეკმა ხაზი გაუსვა საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობას საერთაშორისო თანამშრომლობაში და აღნიშნა, რომ პოლონეთს სურს საქართველოს დასახმარებლად მაქსიმუმი გააკეთოს.

 

„გვქონდა არაჩვეულებრივი შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან. ჩვენს ქვეყნებს აქვთ ძალიან კარგი, მჭიდრო და მტკიცე ურთიერთობა და აქტიურად ვთანამშრომლობთ. კახა კუჭავასთან შეხვედრაზე ზუსტად ამას გავუსვით ხაზი. ვისაუბრეთ საპარლამენტო დიპლომატიის კუთხით ურთიერთობების გაღრმავებაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ვაპირებთ ყველას შესაძლებლობის გამოყენებას. პანდემიის გამო დისტანციური შეხვედრები იყო და უმნიშვნელოვანესია ფიზიკური შეხვედრები. ვგეგმავთ არაერთ შეხვედრას პარლამენტებს შორის და ყველა დონეზე. საპარლამენტო დიპლომატია საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ასპექტია. შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოს ევროპული მისწრაფება. პოლონეთი მხარს უჭერს იმ სახელმწიფოებს, რომლებსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურთ. პოლონეთს სურს საქართველოს დასახმარებლად მაქსიმუმი გააკეთოს“, - განაცხადა ვიტეკმა.

 

კახა კუჭავა ათენში ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების პარლამენტების თავმჯდომარეების ევროპულ კონფერენციაში მონაწილეობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner