logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე ხობში მერობის კანდიდატს და მხარდამჭერებს შეხვდნენ
- +

22 ოქტომბერი. 2021. 13:43

 

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხობში, მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატს დავით ბუკიას, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს და მხარდამჭერებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართულ ოცნებაში“ ავრცელებენ.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ ხობის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია, უმრავლესობის წევრი დაჩი ბერაია, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში გიორგი გუგუჩია.

 

პარტიის ცნობით, დღესვე შეხვედრები გაიმართება სენაკსა და ფოთში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner