logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე სამეგრელოში შეხვედრებს მართავენ
- +

22 ოქტომბერი. 2021. 14:16

 

 

გრძელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეხვედრები სამეგრელოს რეგიონში. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართულ ოცნებაში“ ავრცელებენ.

 

სენაკში, პრემიერ-მინისტრი და მმართველი პარტიის თავმჯდომარე მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატს ვახტანგ გადელიას, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს და მხარდამჭერებს შეხვდნენ.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ ხობის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია, უმრავლესობის წევრები ირაკლი ბერაია, დაჩი ბერაია, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში გიორგი გუგუჩია.

სენაკის შემდეგ, შეხვედრა გაიმართება ფოთში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner