logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე კელი დეგნანის განცხადებაზე: ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობაში, სადაც პროპორციული სისტემაა, სწორედ 5%-იანი ბარიერი მოქმედებს
- +

2 დეკემბერი. 2021. 17:40

 

 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას ჟურნალისტებთან საუბრისას უპასუხა.

 

„კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი ვარ და შემიძლია გითხრათ, რომ 2%-იანი და უფრო დაბალპროცენტიანი ბარიერი მოქმედებს ევროკავშირის წევრ მხოლოდ ორ ქვეყანაში. არცერთ ამ ქვეყანაში ტირანია არ ყალიბდება. ამას გეუბნებით, როგორც ექსპერტი. რა თქმა უნდა, ქალბატონი კელი თავად არაა ექსპერტი. რაც შეეხება პლურალიზმსა და მრავალფეროვნებას - ამას უზრუნველყოფს პროპორციული საარჩევნო სისტემა, რომელიც, საქართველოს ისტორიაში პირველად, სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ დანერგა და ის 2024 წლიდან ამოქმედდება. ეს სისტემა სრულ შესაბამისობაშია საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან. ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობაში, სადაც პროპორციული სისტემაა, სწორედ 5%-იანი ბარიერი მოქმედებს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

მისივე თქმით, მმართველი გუნდი მზადაა, განაახლოს მსჯელობა საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით, თუმცა, აუცილებელი წინაპირობაა, ოპოზიცია ჩაერთოს საპარლამენტო საქმიანობაში.

 

კელი დეგნანმა დღეს თქვა, რომ საარჩევნო ბარიერი რომ 5% დარჩეს, მის გადალახვას, სავარაუდოდ, 2-3 პარტია შეძლებს მომავალ არჩევნებში. „ერთპარტიული მმართველობა მრავალფეროვნების საწინააღმდეგოდ მუშაობს, უმრავლესობის ტირანიის საფრთხეს ქმნის“, - თქვა მან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner