logo_geo
eng_logo
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენი მთავარი მიზანია, ავიცილოთ ყველა საშიშროება იმის, რომ საქართველო ომში იყოს ჩართული
- +

4 აგვისტო. 2022. 13:45

 

 

„წერილის და შემდგომ კომენტარის სახით გავრცელდა, რომ დაფუძნდა ორგანიზაცია „ხალხის ძალა“. ჩვენი ბოლო აქტივობებიდან გამომდინარე ვიფიქრეთ, რომ კარგი იქნებოდა საზოგადოებრივი ორგანიზაციის დაარსება“, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

„ვფიქრობთ, უფრო ღია პროცესი უნდა წარიმართოს პოლიტიკოსებსა და საზოგადოებას შორის, საზოგადოება უფრო მეტად უნდა იყოს ინფორმირებული და ჩვენი მცდელობები ძირითადად ამას მოემსახურება. მთავარი მიზანია, როგორმე ავიცილოთ ყველა საშიშროება იმის, რომ როგორმე საქართველო ომში იყოს ჩართული და საქართველოში გადაწყვეტილებები მიიღებოდეს საქართველოს ხელისუფლების მიერ და ფართო კონსენსუსით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის თანხმობით და არ ხდებოდეს ამის კულუარებში რაიმე სახის ზეწოლების განხორციელება“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

 

ყაველაშვილის თქმით, 85% არის ის ციფრი, რომელიც მზად არის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. ამიტომ, საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტი უნდა იყოს რა და როგორ განვითარდეს ამ ქვეყანაში.

 

„ჩვენი ყველა პარტნიორი, რომელსაც საკმაოდ დიდ პატივს ვცემთ გვინდა ერთხელ მივმართოთ, რომ სწორედ ამგვარი დამოკიდებულებებით ზიანდება ჩვენი ურთიერთობები. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ არაერთხელ დაამტკიცა და 85% ეს არის ციფრი, რომელიც მზად არის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. ამაზე ყველა ვთანხმდებით და ეს ქვეყნები რომ იყვნენ ღია და სამართლიანი ჩვენთან დამოკიდებულებაში და ღირსეულად იყოს საქართველო წარმოდგენილი ევროკავშირში გვინდა, რომ პროცესი იყოს ღია და ერთად განვიხილავდეთ ამ პროცესს და არა ვიღაცის ინტერესის გამო. შეიძლება ვინმე ფიქრობდეს, რომ უკრაინას დაეხმარება საქართველოს ომში ჩართვა, ან საერთო პროცესს წინ წაადგება, მაგრამ ჩვენ სწორედ ეს გვინდა იყოს აღმოფხვრილი, პირდაპირ გვქონდეს ამაზე საუბარი და საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტი იყოს თუ რა და როგორ უნდა განვითარდეს ამ ქვეყანაში“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner