logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: რადიკალური ოპოზიციის ზოგადი განმარტებებით დადასტურდა ჩვენს განცხადებაში მოყვანილი ყველა ფაქტი, ერთი კონტრარგუმენტიც ვერ თქვეს ოპონენტებმა
- +

12 აგვისტო. 2022. 20:12

 

 

რადიკალური ოპოზიციის ზოგადი განმარტებებით დადასტურდა  ჩვენს განცხადებაში მოყვანილი ყველა ფაქტის და მაგალითის სისწორე. ერთი კონტრარგუმენტიც ვერ თქვეს ოპონენტებმა, რაც ჩვენ განცხადებაში დავწერეთ. მაგალითად ის, რომ მართლმსაჯულებაში ჩარევას როდესაც ქონდა ადგილი, რაც თავად აღიარა საელჩომ და ელჩმა, რომ მოსამართლე დაიბარა კონკრეტული ანგარიშისთვის და არასასურველი გადაწყვეტილების გამო დაასანქცირა. ბუნებრივია, ეს არის მართლმსაჯულებაში ჩარევა და ჩვენ ეს განცხადებაში მაგალითად მოვიყვანეთ“, -ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის „ხალხის ძალა“ წევრმა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

 

როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, მათი მიზანი არ არის არავის დისკრედიტაცია, მათი მიზანია, საზოგადოებამ სიმართლე იცოდეს.

 

ოპოზიცია ამის საპირწონედ ვერც მოიტანდა ვერანაირ არგუმენტს, მაგრამ არანაირი სურვილი არ ქონდათ ოპონირების. ასევე, როდესაც ელჩი არ ემიჯნება უკრაინის მაღალი თანამდებობის პირების განცხადებებს და მოწოდებებს, რომ საქართველოში უნდა დაიხოცონ ბავშვები და ქალები და ომი გაჩაღდეს, სამაგიეროდ ელჩი ამით ემიჯნება საქართველოს საზოგადოებას. აქედან გამომდინარე, ოპოზიციამ ამის საპირწონედ ვერცერთი არგუმენტი ვერ მოიყვანა. ეს ნიშნავს იმას, რომ, კიდევ ერთხელ, დადასტურდა თითოეული მაგალითი და ფაქტი, რაც ჩვენ განცხადებაში მოვიყვანეთ, ჩვენი მიზანი იყო, რომ საზოგადოებას სცოდნოდა სიმართლე. მე მხოლოდ ორი მაგალითი მოვიყვანე, განცხადებაში  ძალიან ბევრი ფაქტია, ვერცერთ მათგანზე ვერაფერი ვერ თქვეს გარდა ერთისა, რომ ეს არის რაღაც რუსული ნარატივი. რა შუაშია აქ რუსეთი და რუსული ნარატივი, ან საერთოდ ანტიდასავლურობა. არცერთი სიტყვა ამასთან დაკავშირებით ნახსენები არ არის. არც ერთ შემთხვევაში, ჩვენ არ ვცდილობთ  არავის დისკრედიტაციას, ჩვენი მიზანია, რომ საზოგადოებამ სიმართლე იცოდეს. იცოდეს, რომ საქართველოს ხელისუფლება იყო იმ მდგომარეობაში და დღესაც არის, როგორც ჩანს, რომ არათანაბარი მდგომარეობით უწევს ურთიერთობა  აშშ-ს საელჩოსთან. მაშინ, როდესაც ჩვენ ვიცოდით, რომ 30 წლის განმავლობაში პარტნიორული, თანასწორი ურთიერთობა გვქონდა“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner