logo_geo
eng_logo
გივი მიქანაძის განცხადებით, გაეროში ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა ძალიან წარმატებული იყო
- +

23 სექტემბერი. 2022. 11:50

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა ძალიან წარმატებული იყო.

 

„პრემიერის გამოსვლას 200-მდე ქვეყნის ლიდერი ისმენდა. შესაძლებელი იყო საზოგადოების ყურადღების აქცენტირება იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, სადაც საქართველომ ძალიან არსებით პროგრესს მიაღწია, და იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოსთვის მინიჭებულ ევროპულ პერსპექტივაზე და 12-პუნქტიანი გეგმის განხორციელებაზე, რომელზეც პარლამენტი და მთელი პოლიტიკური სპექტრი აქტიურად მუშაობს“, - აცხადებს მიქანაძე.

 

ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვიდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner