logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: კითხვები ყოველთვის შეიძლება არსებობდეს როგორც მეგობრებს, ასევე პარტნიორებს შორის, მათზე ყოველთვის არის პასუხები და ჩვენ ამ პასუხებში ვართ მართლები
- +

5 ოქტომბერი. 2022. 18:33

 

 

„კითხვები ყოველთვის შეიძლება არსებობდეს როგორც მეგობრებს, ასევე პარტნიორებს შორის, მათზე ყოველთვის არის პასუხები, ჩვენ ამ პასუხებში ვართ მართლები“, - ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ კითხვას, ელოდებიან თუ არა მმართველი გუნდის წარმომადგენლები, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მოადგილის მხრიდან ანტიამერიკულ და ანტიდასავლურ რიტორიკაზე კითხვები დაისმება.

 

მამუკა მდინარაძის თქმით, მმართველი გუნდი „ეროვნული ინტერესებიდან გამოდის“ და თუ ვინმეს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე განხორციელებული ქმედებები აწუხებს, „ეს მისი პრობლემაა“

 

„ჩვენ გამოვდივართ სტრატეგიული, დასავლეთთან ინტეგრაციის და ეროვნული, ქართული ინტერესებიდან. თუ ვინმეს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ქმედებები აწუხებს ეს მისი პრობლემაა, ჩვენ გამოვდივართ ეროვნული და ქართული საზოგადოების უსაფრთხოების ინტერესებიდან“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner