logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ ხატიაშვილი: ბერლინის უსაფრთხოების კონფერენციაზე შავი ზღვის უსაფრთხოებაზე ყურადღება განსაკუთრებულად არის გამახვილებული
- +

30 ნოემბერი. 2022. 19:21

უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ ეს არის პირველი ასეთი მასშტაბური კონფერენცია, სადაც მონაწილეობენ ევროპელი ლიდერები, თავდაცვის მინისტრები, სახელმწიფო მდივნები, რომლებიც სიღრმისეულად განიხილავენ ევროპის უსაფრთხოების მომავალს. შესაბამისად აქ საუბარი ძირითადად მიმდინარეობს იმაზე, რა უნდა გაკეთდეს ერთი მხრივ უკრაინის კონფლიქტის გადაწყვეტისთვის და მეორე მხრივ, ევროპის მომავალი უსაფრთხოება ისე ჩამოყალიბდეს, რომ მსგავსი კონფლიქტები თავიდან იქნას აცილებული, - ამის შესახებ „ქრონიკაში“ ბერლინიდან, უსაფრთხოების კონფერენციაზე მყოფმა „ჯეოქეისის“ საგარეო პოლიტიკის მკვლევარმა, ნიკოლოზ ხატიაშვილმა განაცხადა.

რა თქმა უნდა, მთავარ თემას წარმოადგენს უკრაინაში მიმდინარე ომი და ევროპის უსაფრთხოების მომავალი. ძირითადად განხილვა მიმდინარეობს რამდენიმე მიმართულებით. შავი ზღვის უსაფრთხოებაზე არის განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებული კონფერენციაზე. ყველა თანხმდება, რომ თუ ყველას უნდა ევროპა იყოს დაცული და უსაფრთხო, მაშინ უსაფრთხოების ქოლგა შავი ზღვის უსაფრთხოებაზეც უნდა გადავიდეს“, - განაცხადა ნიკა ხატიაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner