logo_geo
eng_logo
შალვა თადუმაძე სალომე ზურაბიშვილის პროკურატურაში დაბარებაზე: იმ შემთხვევაში, თუ საჭიროება გახდება, ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად
- +

18 ოქტომბერი. 2019. 11:22

„იმ შემთხვევაში, თუ საჭიროება გახდება, ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად“, - ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ პროკურორთა კონფერენციის გახსნამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

 

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა პროკურორთა კონფერენციის გახსნამდე ჟურნალისტთა შეკითხვების კომენტირებისას საქართველოს პრეზიდენტის  სალომე ზურაბიშვილის პროკურატურაში დაბარებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ  იმ შემთხვევაში, თუ საჭიროება გახდება,  პროკურატურა კანონის შესაბამისად იმოქმედებს.

 

„საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, საჭიროების შემთხვევაში პროკურატურა იმოქმედებს კანონის შესაბამისად“,- აღნიშნა შალვა თადუმაძემ.

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner