logo_geo
eng_logo
ცოტნე გამსახურდიას გამოჯანმრთელებისთვის ყველაფერი კეთდება. გვსურს კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადოთ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს,“ რომელიც სრულად ფარავს მკურნალობის ხარჯს
- +

20 სექტემბერი. 2020. 15:28

 

 

 ყველაფერი კეთდება მისი გამოჯანმრთელებისთვის. გვსურს კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადოთ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს,“ რომელიც სრულად ფარავს მკურნალობის ყველა ხარჯს,- წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი კონსტანტინე გამსახურდია. როგორც გამსახურდია აღნიშნავს, მან ცოტნე გამსახურდია საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩთან, ლევან იზორიასთან ერთად მოინახულა.

 

 ,,დღეს, 19 სექტემბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გერმანიაში, ბატონმა ლევან იზორიამ, ასევე მე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა დესპანმა და საელჩოს კიდევ ორმა თანამშრომელმა მოვინახულეთ ცოტნე გამსახურდია ჰაიდელბერგის შმიდერის კლინიკაში, სადაც იგი რეაბილიტაციის და მკურნალობის კურსს გადის. როგორც ჩემი, ისე კოლეგების აზრით ცოტნე გამსახურდიას რეაბილიტაციის და განკურნების პროცესი გეგმაზომიერად წინ მიდის. ყველაფერი კეთდება მისი გამოჯანმრთელებისთვის. გვსურს კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადოთ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს,“ რომელიც სრულად ფარავს მკურნალობის ყველა ხარჯს”,- წერს კონსტანტინე გამსახურდია.

 

 

right_banner
არქივი
right_banner