logo_geo
eng_logo
რამაზ საყვარელიძე: სააკაშვილი ხან ბუნტის თავია და ხან გამთლიანების მომხრე
- +

23 სექტემბერი. 2020. 01:54

 

 

„ოპოზიციაში მიხეილ სააკაშვილი ხან ბუნტის თავია და ხან გამთლიანების მომხრე. ოპოზიცია შეცდომას უშვებდა, როცა ყურადღებას აქცევდა სააკაშვილის განცხადებებს და ამის მიხედვით იღებდა ორიენტაციას“, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, ოპოზიციურ სპექტრში არსებული დაძაბულობით „ნაციონალური მოძრაობა“ მომგებიან პოზიციაშია.

 

„მიხეილ სააკაშვილმა ფაქტობრივად „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი განცხადებებით გამოყო ოპოზიციური სპექტრიდან და სამ პოლიტიკურ ცენტრზე ლაპარაკობს: ხელისუფლება, „ნაციონალური მოძრაობა“ და დანარჩენი ოპოზიცია. ოპოზიციურ სპექტრში არსებული დაძაბულობით „ნაციონალური მოძრაობა“ მომგებიან პოზიციაშია, ხოლო დანარჩენი ოპოზიცია ზარალდება, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ თავის მხარდამჭერთა ხმებს წაიღებს თავისკენ“, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

 

ამასთანავე, პოლიტოლოგის განცხადებით, სავარაუდოდ, „ქართულ ოცნებას“ აქვს ინტერესი, რომ მასთან დაპირისპირებული ამომრჩევლების ხმები სხვადასხვა პოლიტიკურ ძალაში გაიფანტოს, თუმცა ამ არჩევნებზე ოპოზიციური პარტიები გაერთიანების შემთხვევაშიც ვერ მოიპოვებდნენ უპირატესობას.

 

„არჩევნებზე ყველა პარტია დაინტერესებულია, რომ მისი კონკურენტის მხარდამჭერთა ხმები გაიფანტოს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალაში. ანალოგიური ინტერესი სავარაუდოა, რომ „ქართულ ოცნებასაც“ ექნება, რომ მასთან დაპირისპირებული ამომრჩევლების ხმები გაიფანტოს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალაში. თუმცა ამ შემთხვევაში, ოპოზიციური პარტიები ერთადაც რომ ყოფილიყვნენ მაინც ვერ მოიპოვებდნენ უპირატესობას სახელისუფლებო პარტიასთან და სწორედ ეს გათვალა სააკაშვილმა და ამიტომ გადაწყვიტა, რადგან უპირატესობის მიღება გაერთიანებით შეუძლებელი იყო, მაშინ მე ჩემსკენ მაქსიმალურად ბევრ ხმას წამოვიღებო. ოპოზიციური გაერთიანება ხელისუფლებისთვის უფრო მეტი სირთულის შემქმნელად გამოიყურება, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში და ამ არჩევნებში, ხელისუფლებას ოპოზიცია გაერთიანებითაც ვერ დაამარცხებდა და ამიტომ დაიწყეს ზრუნვა თავისი ხმების მიზიდვაზე“, – განაცხადა საყვარელიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner