logo_geo
eng_logo
სოხუმის უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ხონელიძე აშშ-ს ელჩს შეხვდა
- +

24 სექტემბერი. 2020. 22:11

 

 

2020 წლის 24 სექტემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ზურაბ ხონელიძეს პატივი ერგო გაცნობოდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, მის აღმატებულებას, ქალბატონ კელი დეგნანსა და საელჩოს კულტურისა და განათლების საკითხთა ატაშეს, ბატონ კრისტოფერ ანდერსონს.

 

„კიდევ ერთხელ ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდი შეერთებული შტატების  ელჩს საქართველოში, ქალბატონ კელი დეგნანს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისადმი გამოჩენილი ინტერესისა და ქართველი ერის მიმართ ხაზგასმული კეთილგანწყობისა და გულწრფელი დამოკიდებულების გამო“, - განაცხადა ზურაბ ხონელიძემ.

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner