logo_geo
eng_logo
ვახტანგ გომელაურმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო
- +

27 სექტემბერი. 2020. 13:28

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის წევრებთან ერთად სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო. ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული.

 

უწყების ინფორმაციით, გმირთა მოედანზე მდებარე მემორიალთან დაღუპულთა ოჯახის წევრები და ახლობლებიც იმყოფებოდნენ.

 

„წელს სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ომი 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. სოხუმისთვის ბრძოლა კი 11 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ქალაქის დაცემით დასრულდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner