logo_geo
eng_logo
გია გაბრიჩიძე: ნაცები მეორე ადგილზეც არ უნდა გავიდნენ და ამით დამშვიდდება ქვეყანა, გამოსწორდება პოლიტიკური სიტუაცია
- +

27 ოქტომბერი. 2020. 11:09

 

 

„აღარ უნდა ბევრი ლაი-ლაი. ნაცები (ორივე) მეორე ადგილზეც არ უნდა გავიდნენ და ამით დამთავრდება ყველაფერი. დამშვიდდება ქვეყანა, გამოსწორდება პოლიტიკური სიტუაცია, რაც ყველა დანარჩენის უმთავრესი წინაპირობაა“, - ამის შესახებ ჟურნალისტი გია გაბრიჩიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„გასაკეთებელი კი არის ძალიან მარტივი.

არჩევნებზე უნდა მივიდეს რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი. უმარტივესი დათვლიდან გამომდინარე, ნაცების (ორივეს) მხარდამჭერთა ხმები, რომელთა რაოდენობა განსაზღვრულია და თუ არ მცირდება, ნამდვილად არ იზრდება, საარჩევნო უბნებზე მისული ხალხის ხმებთან პროცენტული შედარებით იქნება ძალიან მცირე რაოდენობის.

 

შედარებისთვის ვიტყვი, რომ ქაქის ერთი და იგივე რაოდენობა, პატარა გუბეში უფრო ჩანს, ვიდრე დიდ ტბაში.

 

ასარჩევ კანდიდატს არ გიკარნახებთ. ყველამ თავისი გემოვნების მიხედვით გადაწყვიტოს. მთავარია, რომ ნაცები მეორე ადგილზე არ გავიდნენ.

 

დამიჯერეთ, რომ მაგრები კი არა, საერთოდ არაფერს არ წარმოადგენენ უაზრო ბაქიბუქის გარდა და ეს გვაჩვენა დაწყებული იმით, რომ შარშან, თბილისის მერის არჩევნებში დამოუკიდებელმა კანდიდატმა თავისუფლად გაუსწრო, დამთავრებული ყოვლად ნაძირლური წინასაარჩევნო კამპანიით, რითაც თავიანთი სისუსტე კიდევ ერთხელ გვაჩვენეს.

 

ეგაა და ეგ“, - წერს გაბრიჩიძე.

 

right_banner
არქივი
right_banner