logo_geo
eng_logo
ბაღდათში სასწრაფო დახმარების ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა
- +

27 ოქტომბერი. 2020. 19:43

 

 

„სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბაღდათის სერვისცენტრის თანამშრომელი კორონავირუსით გარდაიცვალა“, - ინფორმაცია „იმედინიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.

 

უწყების ცნობით, გარდაცვლილი 45 წლის ექიმია.

 

„გუშინ ღამით, კოვიდით გარდაიცვალა ბაღდათის სასწრაფო დახმარების 45 წლის ექიმი. ექიმი მკურნალობდა თბილისში, ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში. ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს მის გადასარჩენად, თუმცა, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ქალბატონი იყო ჭარბწონიანი. სამწუხაროდ - სუნთქვის უკმარისობით და დისტრესით დადგა მისი გარდაცვალება“, - აცხადებენ უწყებაში.

 

ჯანდაცვის სამინისტრო გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებს.

 

დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1824 ადამიანს დაუდასტურდა, 1 262 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 23 კი გარდაიცვალა.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 32 127 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 12 632, გარდაიცვალა 238 პაციენტი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner