logo_geo
eng_logo
„იმედის“ დაკვეთით გამოკითხულთა 68% ამბობს, რომ გიორგი გახარიას მიერ შესრულებული სამუშაო მოსწონს
- +

28 ოქტომბერი. 2020. 21:42

 

 

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგები დღეს გახდება ცნობილი. ამასთან, 31 ოქტომბერს, მაშინ, როდესაც საარჩევნო უბნები ოფიციალურად დაიხურება, „იმედი“ მაყურებლებს ეგზიტპოლს შესთავაზებს.

 

მანამდე კი ტელეკომპანიამ იმ შეკითხვებზე გამოაქვეყნა პასუხები, რომლებიც წინასაარჩევნოდ აქტუალურია.

 

კითხვაზე, მოგწონთ თუ არა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გიორგი გახარიას მიერ შესრულებული სამუშაო, რესპონდენტთა 68% ამბობს, რომ მოსწონს, 23% ამბობს, რომ არ მოსწონს.

 

ტელეკომპანიის დაკვეთას უმსხვილესი ამერიკული საზოგადოებრივი კვლევების ორგანიზაცია Public Opinion Strategies-ი შეასრულებს.

 

ეს არის 30-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია, რომელიც მუშაობს როგორც პოლიტიკოსების, ასევე მედია საშუალებების, კერძო კომპანიებისა და სავაჭრო ასოციაციებისთვის. ამ ორგანიზაციამ ამერიკის საკანონმდებლო ორგანოს კანდიდატებისთვის ჩაატარა ორ მილიონამდე ინტერვიუ და ექვსი ათასამდე გამოკითხვა. გარდა ამისა, კომპანია მუშაობს 15 სხვადასხვა ქვეყანაში. მათ შორის საქართველოში, სადაც ჩატარებული აქვს არაერთი კვლევა. Public Opinion Strategies-მა პირდაპირი ინტერვიუების მეთოდით კვლევა, 9 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით ჩაატარა და 1 518 რესპონდენტი გამოკითხა.

 

 

right_banner
არქივი
right_banner