logo_geo
eng_logo
სუს-ი - „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერში ნახსენები არც ერთი პირი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი არ არის
- +

28 ოქტომბერი. 2020. 21:57

 

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური „ნაციონალური მოძრაობის“ იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, ბათუმში წინასაარჩევნო პროცესის გასაკონტროლებლად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანი თამაზ ხუციშვილია მივლენილი. აღნიშნული ინფორმაციის დასადასტურებლად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მირდატ ქამადაძემ აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა.

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ინფორმაციას არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ არც თამაზ ხუციშვილი და ჩანაწერში ნახსენები არც ერთი პირი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი არ არის.

 

მათივე განცხადებით, მსგავსი გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დისკრედიტაციას ემსახურება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner