logo_geo
eng_logo
მეათე მოწვევის პარლამენტი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს პირველსავე სხდომაზე აირჩევს
- +

28 ნოემბერი. 2020. 14:05

 

 

მეათე მოწვევის პარლამენტში საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის თანამდებობას კვლავ მოქმედი სპიკერი არჩილ თალაკვაძე დაიკავებს.

 

რეგლამენტის თანახმად, დეპუტატები პარლამენტის თავმჯდომარეს ფარული კენჭისყრით, პირველსავე სხდომაზე აირჩევენ.

 

მმართველმა გუნდმა პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატად არჩილ თალაკვაძე ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში დაასახელა.

 

პროცედურის გათვალისწინებით, პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს უმრავლესობას, უმცირესობას, ფრაქციას, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში, იმ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ექვსკაციან ჯგუფს, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში.

 

არჩილ თალაკვაძე მეცხრე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე 2019 წელს გახდა, როდესაც 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შემდეგ, თანამდებობა ირაკლი კობახიძემ დატოვა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner