logo_geo
eng_logo
ბერდია სიჭინავა: საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საზღვრზე ვერ წარმოადგენენ PCR კვლევის ნეგატიურ პასუხს, დაექვემდებარებიან 12-დღიან თვითიზოლაციას
- +

2 დეკემბერი. 2020. 12:49

 

„საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საზღვრის გადმოკვეთამდე, უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელ ნეგატიურ დოკუმენტს წარმოადგენენ სახელმწიფო საზღვარზე, დაექვემდებარებიან 8-დღიან თვითიზოლაციას“, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის  მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

როგორც ბერდია სიჭინავამ აღნიშნა,  საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში შემოსვლის რეჟიმის შემსუბუქების საკითხზე გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

 

„საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საზღვრის გადმოკვეთამდე, უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელ ნეგატიურ დოკუმენტს წარმოადგენს სახელმწიფო საზღვარზე, დაექვემდებარება 8-დღიან თვითიზოლაციას, ხოლო, ამ ტესტის არქონის შემთხვევაში, ეს ადამიანი გადავა, კარანტინის ნაცვლად, 12-დღიან თვითიზოლაციაში. შესაბამისად, მას არ მოუწევს საკარანტინო სასტუმროებში განთავსება. იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც არ ექნებათ თვითიზოლაციის შესაძლებლობა, სახელმწიფო, რა თქმა უნდა, უზრუნველყოფს   მათ შესაბამის სასტუმროებში განთავსებას“, -  განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner