logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: ჩვენ ყველანაირად მზად ვართ იმისთვის, რომ ჩვენი მიზანი, NATO-ს წევრობა, ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვანოთ
- +

2 დეკემბერი. 2020. 21:49

 

 

 

„ჩვენ ყველანაირად მზად ვართ იმისთვის, რომ ჩვენი მიზანი, რომელიც გაცხადებული გვაქვს, NATO-ს წევრობა მივიყვანოთ ლოგიკურ დასასრულამდე“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალთან დაკავშირებით განაცხადა.

 

ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებებია უკვე ასახული ამ დოკუმენტში. პირველ რიგში კიდევ ერთხელ არის დადასტურებული 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებები. ეს დადასტურებულია ამ დოკუმენტის სარეკომენდაციო ნაწილში და პირდაპირ არის მოწოდება, რომ იმ ქვეყნებთან და საუბარია ასპირანტ ქვეყნებზე, პირველ რიგში საქართველო იგულისხმება, რომ ნატომ კიდევ უფრო უნდა გააფართოვოს ჩართულობა და ახალ დონეზე აიყვანოს გაწევრიანების საკითხი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია, რომელიც განხილულია სწორედ ამ 20-30 წლის NATO-ს სტრატეგიის ფარგლებში და მიანიშნებს იმ მიმართულებებს, რომელიც იქნება პრიორიტეტული ნატოსთვის უახლოეს პერიოდში. ჩვენ ყველანაირად მზად ვართ იმისთვის, რომ საბოლოო მიზანი, რომელიც გაცხადებული გვაქვს, ნატოს წევრობა მივიყვანოთ ლოგიკურ დასასრულამდე, საჭიროა პოლიტიკური გადაწყვეტილება და ჩვენ ჩვენი ქმედებით, რეფორმების განხორციელების კუთხით, თანმიმდევრულობით, ასევე უსაფრთხოების გამოწვევებთან, ჩვენს ნატოელ პარტნიორთან ერთად ბრძოლის თანმიმდევრული პოლიტიკით ვაახლოვებთ ამ პროცესს“, - განაცხადა ზალკალიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner