logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: ჩვენი ვაქცინაციის გეგმა გათვლილია მოსახლეობის 60 პროცენტზე, აქ იგულისხმება 18 წელს ზემოთ მოქალაქეები
- +

15 იანვარი. 2021. 17:18

 

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველო იმ ვაქცინას მიიღებს, რომელიც განთავსდება „კოვაქს“-პლატფორმაზე.

 

მისივე თქმით, დასახელებულ პლატფორმაზე განთავსებულ თითოეულ ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარება ექნება. ამასთან, როგორც გამყრელიძე ამბობს, ვაქცინაციის გეგმა მოსახლეობის 60 პროცენტზეა გათვლილი.

 

„საქართველოში ის ვაქცინა შემოვა, რომელიც განთავსდება „კოვაქს“-პლატფორმაზე და აქ განთავსებულ თითოეულ ვაქცინას ექნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარება. როგორც კი „კოვაქსი“ დაიწყებს უკვე ვაქცინების მიწოდებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც „კოვაქსზე“ არიან გაერთიანებული, ყველა ქვეყანას წლის განმავლობაში თანდათან მიაწვდის საჭირო ვაქცინების 20 პროცენტს. ჩვენთვის დათვლილია დაახლოებით 700 ათასი ადამიანი, მილიონ 400 ათასი დოზა. ვიდრე ყველა ქვეყანას 20 პროცენტი არ შეუსრულდება, მანამდე დამატებითი დოზები არ იქნება. ჩვენი ვაქცინაციის გეგმა მოსახლეობის 60 პროცენტზეა გათვლილი. როდესაც ვამბობ მოსახლეობას, მხედველობაში მაქვს 18 წელს ზემოთ მოსახლეობა. ჯერჯერობით 18 წლამდე არ არის კლინიკური კვლევები ვაქცინაციისა. საზოგადოებრივი იმუნიტეტი რომ შეიქმნას, 60 პროცენტი უნდა გაჯერდეს და იყოს იმუნური ფენა ქვეყანაში, რათა ჩვენ ნორმალური ცხოვრების რიტმს დავუბრუნდეთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner