logo_geo
eng_logo
თამარ გაბუნიას თქმით, ვაქცინაციის გეგმის შედგენისას განსაკუთრებული აქცენტი პრეპარატების უსაფრთხოებაზე გაკეთდა
- +

19 იანვარი. 2021. 18:56

 

 

„ვაქცინაციის გეგმა, რომელიც ჩვენ მივიღეთ, არის ყოველმხრივ შეჯერებული და შეთანხმებული ყველა მხარესთან“, - ამის შესახებ თამარ გაბუნიამ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, განსაკუთრებული აქცენტები ვაქცინის უსაფრთხოებაზე გაკეთდა, რისი გარანტის ჯანმრთელობის მსოფლიოს ორგანიზაციის და სხვა მკაცრი რეგულატორების მიერ გაცემული ავტორიზაციაა. ამ პირობებს კი ამ ეტაპზე 3 პრეპარატი აკმაყოფილებს.

 

„ჩვენთვის მთავარი საზომი არის ჯანმოს მიერ აღიარება, რაც არის ხარისხის წინაპირობა და გარანტია და ასევე ის, თუ რამდენად მზად ვიქნებით ტექნოლოგიურად ამ ვაქცინებთან დაკავშირებული ცივი ჯაჭვის პირობების დასაკმაყოფილებლად. ეს სამი ვაქცინა, რომელიც დღეს განიხილება ჩვენ მიერ, გახლავთ Pfizer-ის ვაქცინა, რომელიც არის -70-გრადუსიანი ცივი ჯაჭვის მოთხოვნასთან დაკავშირებული და ჩვენ მზად ვართ მივიღოთ ეს ვაქცინა; მეორე არჩევანი არის Astrazeneca-ს ვაქცინა, რომელიც -2-დან -8 გრადუსამდე მოთხოვნით. თეორიულად ასევე შესაძლებელია Moderna, თუმცა მას ამ კონკრეტულ მომენტში ასე აქტიურად არ განვიხილავთ“, - განაცხადა გაბუნიამ.

 

მისივე თქმით, საქართველო სამივე ვაქცინის მისაღებად მზად არის.

 

დღეს პრემიერ-მინისტრმა ვაქცინაციის ეროვნული გეგმა კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი სპეციალური კომისიის წევრებთან განიხილა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner