logo_geo
eng_logo
მაღალმთიან აჭარაში თოვლის წმენდის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს
- +

19 იანვარი. 2021. 19:06

 

 

ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე თოვლის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ამ დროისათვის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი 50-60 სანტიმეტრს აღწევს. ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელი ყველა საავტომობილო გზა გაწმენდილია.

 

ამ ეტაპზე ხორციელდება სოფლების შიდა გზების გაწმენდითი სამუშაოები. მაღალი გამავლობის ავტომობილების გადაადგილება შეზღუდული არ არის. ხულოს მუნიციპალიტეტში აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის 14 ერთეული ტექნიკა ახორციელებს გაწმენდით სამუშაოებს, შუახევის მუნიციპალიტეტში-13 ერთეული, ქედის მუნიციპალიტეტში-6 ერთეული, ხოლო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში-7 ერთეული ტექნიკა.

 

ქობულეთში ამ დროისთვის თოვლის გაწმენდით ისამუშაოები ორ ლოკაციაზე მიმდინარეობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner