logo_geo
eng_logo
გაერთიანებული სამეფო მიესალმება სასამართლოს გადაწყვეტილებას „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“
- +

23 იანვარი. 2021. 02:50

 

 

„გაერთიანებული სამეფო მიესალმება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ და მათი დადგენილებით რუსეთის პასუხისმგებლობას: მკვლელობებზე, წამებასა და მოქალაქეების იძულებით გადაადგილებაზე, რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების კონტროლის პერიოდში, რომელიც დღემდე გრძელდება“, - ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს Facebook-ის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთმა უნდა აღიაროს და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

 

https://imedinews.ge/ge/politika/182905/gaertianebuli-samepo-miesalmeba-evropis-adamianis-uplebata-sasamartlos-gadatskvetilebas-saqmeze-saqartvelo-rusetis-tsinaagmdeg

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner