ამერიკული სამხედრო ხომალდი „დონალდ კუკი“ შავ ზღვაში შემოვიდა. ინფორმაციას აშშ-ის საზღვაო შეიარაღებული ძალების ევროპისა და აფრიკის სარდლობა ავრცელებს.
„ეს ამ ხომალდის შავ ზღვაში პირველი ვიზიტია 2021 წელს. „დონალდ კუკი“ იმუშავებს პარტნიორებთან, რათა რეგიონში საზღვაო უსაფრთხოება დაცული იყოს“, – ნათქვამია აშშ-ის საზღვაო შეიარაღებული ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.